Search

სიახლეები

განცხადება


შპს „რუსთავის აზოტმა“, ჯერ კიდევ აგვისტოში განაცხადა, რომ რთული ფინანსური მგომარეობის გამო, მოლაპარაკებებს აწარმოებდა კრედიტორებთან ვალების რესტრუქტურიზაციის მიზნით. გასული წლის სექტემბრიდან ქარხანას ჰყავს ახალი მესაკუთრე, თუმცა დეკემბრის ჩათვლით ქარხნის ოპერირებას აწარმოებდა შპს „რუსთავის აზოტი“. სამწუხაროდ 2017 წლის იანვრიდან  შპს „რუსთავის აზოტმა“ ვეღარ შესძლო ქარხნის საქმიანობის უზრუნველყოფა, რამაც ქარხნის შეჩერება გამოიწვია. ქარხნის ახალი მესაკუთრის მიერ, ამჟამად ტარდება გარკვეული ზომები, ქარხნის კვლავ სრული დატვირთვით ასამუშავებლად. პარალელურად, ახალმა მესაკუთრემ საკუთარ თავზე აიღო ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა უდიდესი ნაწილის (დაახლოებით 90%) სახელფასო ანაზღაურების გადახდა (მათ შორის, იმ პერიოდშიც, სანამ ქარხანა გაჩერებულია) და ამ კადრებთან ხდება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.  ქარხნის სრული დატვირთვის ამუშავების შემთხვევაში, ახალმა ინვესტორმა შესაძლოა განიხილოს დამატებითი კადრების დასაქმების საკითხიც. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქარხნიდან ხდება თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა სიმართლეს არ შეესაბამება.