Search

ინფორმაცია

ინფორმაცია

"რუსთავის აზოტი" რამოდენიმე ნომინაციის გამარჯვებული გახდა

10 ნოემბერს, 21:00 საათზე, გარდენ ჰოლში მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსის“ და კომპანია „გორბის“ ერთობლივი, გრანდიოზული ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. დაჯილდოვების ტრანსლაციის ხილვა ყველას ტელეკომპანია “პირველის“ პირდაპირი ეთერით შეეძლო.როგორც ყოველთვის "რუსთავის აზოტმა" ამჯერადაც არ უღალატა ტრადიციას და ერთდროულად რამდენიმე ნომინაციაში გახდა გამარჯვებული: საინვესტიციო მიმზიდველობა; მუშაობის გუნდური პრინციპი; საერთაშორისო აღიარება და ახალი სამუშაო ადგილები, ეს ის ნომინაციებია რომელიც "რუსთავის აზოტს" კომპეტენტურმა ჟიურიმ მიანიჭა.საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსის“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბის“ ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს. ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ქართველ მეწარმეებს და ქართულ საწარმოებს. ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები სახელდებიან. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი თავად ბიზნესმენები ირჩევენ. წლის საუკეთესო ინვესტორს კი, კომპეტენტური ჟიური ასახელებს.ღონისძიების ოქროს სპონსორები „სოკარ ჯორჯია პეტროელუმი“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ არიან. ხოლო გენერალური სპონსორია „პეტროკასი“, ვერცხლის სპონსორი კი "ყულევის ნავთობტერმინალი და პორტი" გახლავთ.

"რუსთავის აზოტი"-ს სტენდი, ზედიზედ მეორედ, საუკეთესოდ დასახელდა

თბილისში, "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში მიმდინარე "სოფლის მეურნეობის, საკვები და სასმელი პროდუქციის, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენაზე "რუსთავის აზოტმა" კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. "რუსთავის აზოტის" მიერ წარმოდგენილმა სტენდმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და გამოფენის ორგანიზატორების და დამთვალიერებლების სპეციალური სერთიფიკატი "საუკეთესო სტენდის დიზაინისთვის" ზედიზედ მეორედ მიიღო. გამოფენაზე, "რუსთავის აზოტმა" დამთვალიერებლებს ორიგინალური კონცეფციით დაამახსოვრა თავი, გამოფენაზე წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებმა: ყურძენმა, ხილმა და რამდენიმე დასახელების ღვინომ დამთვალიერებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რა როლი უკავია მინერალურ სასუქებს ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში. "რუსთავის აზოტმა" გამოფენაზე თავისი ტრადიციული პროდუქტებიდან: ამონიუმის გვარჯილა, ამონიუმის სულფატი და სპილენძის შაბიამანი, ასევე კომპანია "ბიგ ბეგის" პროდუქცია წარმოადგინა, რომელიც რუსთავის აზოტის პროდუქციის შესაფუთადაა განკუთვნილი. "რუსთავის აზოტის" საგამოფენო სტენდს ბევრი დამთვალიერებლები ჰყავდა. საპატიო სტუმრებთან ერთად, პირველ დღეს, რუსთავის აზოტის სტენდი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა, რომელიც ადგილზე გაეცნო "რუსთავის აზოტის" პროდუქციას და ხაზი გაუსვა საწარმოს როლს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. მინისტრმა იმედი გამოთქვა რომ "რუსთავის აზოტის" პროდუქცია კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება არა მარტო საქართველოში. არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მასში არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის საწარმოები და ფირმები იღებენ მონაწილეობას, წელს 31 ნოემბერს დაიწყო და 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. შეგახსენებთ რომ "საუკეთესო სტენდის დიზაინისთვის" რუსთავის აზოტმა 2015 წელსაც მიიღო სპეციალური სერთიფიკატი.

Rustavi AZOT

Information